ფრაქციას უფლება აქვს:
ა) საკრებულოს სხდომაზე ინიცირების წესით განსახილველად შეიტანოს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტი;
ბ) დასვას საკითხი განსახილველად;
გ) თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობდეს საკრებულოს ორგანოების მუშაობაში;
დ) გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი, დასანიშნი ან დასამტკიცებელი კანდიდატების მიმართ;
ე) მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების შესაბამისი ინფორმაციით გამოცხადება;
ვ) შეკითხვით მიმართონ საკრებულოსადმი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ დასმულ შეკითხვას;
ზ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო ბიულეტინი;
თ) განახორციელოს კანონმდებლობით და ფრაქციის წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებან