1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და დეკლარაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
დ) მიიღოს ფრაქციის წესდება და ცვლილებები შეიტანოს მასში; ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;
ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;
ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;
თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები;
ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;
კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;
ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;
მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი, დასანიშნი, დასამტკიცებელი ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;
ნ) წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე წარადგინოს ფრაქციის ერთსაათიანი მოხსენება;
ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო საშუალებებში;
პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, ფრაქციას უფლება აქვს თავისი კვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ახალი წევრის კანდიდატურა.
3. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს.
4. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხებისა და ეთიკის კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით.
5. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
6. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე აქვს სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციისგარეშე წევრთან შედარებით
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 34. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
თავი VI — საკრებულოს ფრაქცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 29. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 30. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 31. კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 32. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
- მუხლი 33. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 35. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 36. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 37. ფრაქციათა კოალიცია
- მუხლი 38. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 39. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-34/