თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.07.2010
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.123.005983
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,337 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.2010 მიღება
17.06.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:99.0pt 42.55pt 28.35pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №7 2010 წლის 2 ივლისი ქ.ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება დანართის შესაბამისად. /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება დადგენილებას თან ახლავს/     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №228 დადგენილება.     მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა N11/.     მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.     მუხლი 5🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთში. საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი დანართი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის /შემდგომში მერია/ სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზების წესს. თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. მერია მერია არის თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას. მერია შედგება მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან. 3. მერი, მერის მოადგილეები, მერიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით, უზრუნველყოფენ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელებას.     მუხლი 2🔗. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები 1. ქალაქ ქუთაისის მერია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, ამ დებულებით დადგენილი წესით. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირები თავის საქმიანობას ახორციელებენ კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 3🔗. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურა 1. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები წარმოადგენს, ცალკეული სფეროების მიხედვით, მერიის უფლებამოსილებათა განხორციელ­ების მიზნით, ამ დებულების საფუძველზე შექმნილ ორგანოებს, რომლებიც ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 2. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მერის რწმუნებულები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 4. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურაში შედის: ა. ქალაქ ქუთაისის მერი; ბ . ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილეები; გ. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის აპარატი; ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; არქიტექტურის საქალაქო სამსახური; ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა საქალაქო სამსახური; დასუფთავების საქალაქო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; კონტროლის საქალაქო სამსახური, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური; სამხედრო საქალაქო სამსახური; საფინანსო საქალაქო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური; დ . ქალაქ ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოები: ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანო; გამარჯვების ტერიტორიული ორგანო; გუმათის ტერიტორიული ორგანო; ვაკისუბნის ტერიტორიული ორგანო; კახიანოურის ტერიტორიული ორგანო; მუხნარის ტერიტორიული ორგანო; ნიკეას ტერიტორიული ორგანო; საფიჩხიის ტერიტორიული ორგანო; სულხან-საბას ტერიტორიული ორგანო; უქიმერიონის ტერიტორიული ორგანო; ქალაქ–მუზეუმის ტერიტორიული ორგანო; ძელქვიანის ტერიტორიული ორგანო.     მუხლი 4🔗. ქალაქ ქუთაისის სიმბოლოები 1. ქალაქ ქუთაისს აქვს საკუთარი გერბი და დროშა. 2. ქალაქ ქუთაისის სიმბოლოების გამოყენების წესს ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო. 3. ქალაქ ქუთაისის სიმბოლოები გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით. 4. ქალაქ ქუთაისის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. ქალაქ ქუთაისის მერიის მუშაობის საერთო წესი 1. მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს ქალაქის მერი. 2. მერია ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.     მუხლი 6🔗. ქალაქ ქუთაისის მერიის სამუშაო ენა მერიის საქმისწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.     მუხლი 7🔗. ქალაქ ქუთაისის მერიის ადგილსამყოფელი ქალაქ ქუთაისის მერიის ადგილსამყოფელია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3. თავი II. ქალაქ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები     მუხლი 8🔗. ქალაქ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირები 1. მერიის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს თავმჯდომარე . 2. მერიის საქმიანობას უძღვება მერი . 3. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა. მერი; ბ . მერის მოადგილეები; გ. მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები /სამსახურების უფროსები/; დ . მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები /მერის რწმუნებულები/.     მუხლი 9🔗. ქალაქ ქუთაისის მერი 1. ქალაქ ქუთაისის მერი არის ქალაქ ქუთაისის მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც განსაზღვრავს მერიის საქმიანობის მიმართულებებს და პასუხისმგებელია მერიისთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელებაზე. 2. მერს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში. 4. მერის თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საკრებულო. 5. მერის თანამდებობაზე დანიშვნის, მისი უფლებამოსილებების განხორციელების, უფლებამოსილებების შეწყვეტის პირობები და წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებითა და ამ დებულებით. 6. მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.     მუხლი 10🔗. ქალაქ ქუთაისის მერის უფლებამოსილებები 1. ქალაქ ქუთაისის მერი: ა. კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; ბ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის /დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების/ პროექტს, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; გ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; დ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე, სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ე. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; ვ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ზ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერიის დებულების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; თ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, მერიის სხვა თანამშრომლებს; ი. ანაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, ახორციელებს მათ სამსახურებრივ ზედამხედველობას; კ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ. საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით; ო. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; პ . ამზადებს თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე პროექტს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ჟ . ახორციელებს მუნიციპალური საწარმოების საქმიანობის ზედამხედველობას და მათი ხელმძღვა­ნელების თანამდებობებზე დანიშვნა–გათავისუფლებას; რ . შეიმუშავებს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარსადგენად, ახორციელებს დამტკიცებული პროგრამის შესრულების კოორდინირებას; ს . საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს. ტ . ახორციელებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფას; უ . საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ანაწილებს თანხებს მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის; ფ . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს ადგილობრივი თვითმმართ­ველ­ობის საბინაო ფონდის შექმნისა და კომუნალური საკითხების გადაწყვეტისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; ქ . საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, ადგილობრივ შესყიდვებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ქმნის სატენდერო კომისიას და ხელმძღვანელობს მას; ღ . საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს: ღ.ა . მერიის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე; ღ.ბ . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე; ღ.გ . თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ; ყ . საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს მერიის მიერ მომზადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტებს; შ . საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს აწერს მერიის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს, აძლევს თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელებასთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას; ჩ . ახორციელებს შიდა საქალაქო ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურების ხელშეწყობას; ც . ახორციელებს საქალაქო მნიშვნელობის განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხების ხელშეწყობას და განვითარებას, კულტურული მემკვიდ­რეობის დაცვისათვის ზრუნვას; ძ . ახდენს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის კოორდინირებას; წ . ახორციელებს საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იურიდიული პირების შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას, კანონით დადგენილი წესით; ჭ . ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების პარტნიორულ უფლებამოსილებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხ . ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებს, საბჭოებსა და სხვა საკონსულტაციო ჯგუფებს, ამტკიცებს მათ წესდებებსა და ინსტრუქციებს; ჯ . ახორციელებს მერიის დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მერი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მაინც, წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; 3. მერი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ – სამართლებრივ აქტს – მერის ბრძანებას და ხელს აწერს მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სხვა დოკუმენტებს; 4. მერი წარმოადგენს მერიას და მერიის სახელით, რწმუნებების გარეშე მოქმედებს საკრებულოსთან, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე სასამართლოსთან ურთიერთობებში. 5. მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებ­ლობის, თანამდებობიდან მისი გადადგომის, ან გათავისუფლებისას, მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მერის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 11🔗. მერის მოადგილეები 1. მერს ჰყავს ორი მოადგილე. 2. მერის მოადგილეებს, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს მერი. 3. მერის მოადგილეები მერის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურირებენ მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას; ხელს უწყობენ მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 4. ამზადებენ და მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით. 5. კოორდინაციას უწევენ საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის გადაწყვეტილებების შესრულებას. 6. ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს. 7. ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან მერის წინაშე. 8. ამ დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და შემთხვევებში ასრულებენ მერის მოვალეობას.     მუხლი 12🔗. სტრუქურული ერთეულის ხელმძღვანელი /საქალაქო სამსახურის უფროსი/ 1. საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსს, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 3. სტრუქტურული ერთეულის /საქალაქო სამსახურის/ უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქურული ერთეულის დებულებით.     მუხლი 13🔗. მერის რწმუნებული მერიის ტერიტორიულ ორგანოში 1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს მერის რწმუნებული. 2. ტერიტორიულ ორგანოში მერის რწმუნებულს, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 3. მერის რწმუნებულის უფლებამოსილება განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტერიტორიული ორგანოების დებულებით. თავი III. სტრუქტურული ერთეული – საქალაქო სამსახური     მუხლი 14🔗. სტრუქტურული ერთეული /საქალაქო სამსახური/ 1. საქალაქო სამსახური არის ქალაქ ქუთაისის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული. 2. საქალაქო სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 3. საქალაქო სამსახურებს, მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს მერის ერთ-ერთი მოადგილე. თავი IV. ქალაქ ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოები     მუხლი 15🔗. ტერიტორიული ორგანოები 1. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამოქმედო ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში. 2. ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით, რომელსაც დასამტკიცებლად წარადგენს ქალაქ ქუთაისის მერი. თავი V. მერიის საჯარო მოსამსახურეები     მუხლი 16🔗. საჯარო მოსამსახურეები 1. მერიის სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიულ ორგანოში მომსახურე პირები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები. 2. მერიის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხის შესაბამისად. 4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. 5. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სამსახურის და ტერიტორიული ორგანოების დებულებებით, აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით. თავი VI. მერიის საქმიანობის ორგანიზება     მუხლი 17🔗. მერიის საქმიანობის ორგანიზება მერიის საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.