თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №195 |
|
2013 წლის 12 ივნისი ქ. ქუთაისი |
(დანართი დადგენილებას თან ერთვის)
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. მერია შედგება მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოებისაგან.
3. მერი, მერის მოადგილეები, მერიის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით, უზრუნველყოფენ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირები თავის საქმიანობას ახორციელებენ კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
2. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით შექმნილია თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
3. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
5. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურაში შედის:
ა. ქალაქ ქუთაისის მერი;
ბ. ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილეები;
გ. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის ადმინისტრაციული სამსახური; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური; დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახური; ზედამხედველობის სამსახური; სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური; საფინანსო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახური; ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახური; ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური; ტრანსპორტის სამსახური; კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური; სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური; აუდიტისა და კონტროლის სამსახური.
დ. ქალაქ ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოები: ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანო; გამარჯვების ტერიტორიული ორგანო; გუმათის ტერიტორიული ორგანო; ვაკისუბნის ტერიტორიული ორგანო; კახიანოურის ტერიტორიული ორგანო; მუხნარის ტერიტორიული ორგანო; ნიკეას ტერიტორიული ორგანო; საფიჩხიის ტერიტორიული ორგანო; სულხან-საბას ტერიტორიული ორგანო; უქიმერიონის ტერიტორიული ორგანო; ქალაქ–მუზეუმის ტერიტორიული ორგანო; ძელქვიანის ტერიტორიული ორგანო.
2. ქალაქ ქუთაისის სიმბოლოების გამოყენების წესს ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო.
3. ქალაქ ქუთაისის სიმბოლოები გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით.
4. ქალაქ ქუთაისის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მერია ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
2. მერიის საქმიანობას უძღვება მერი.
3. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა. მერი;
ბ. მერის მოადგილეები;
გ. მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (სამსახურების უფროსები);
დ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები (ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები).
2. მერს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში.
4. მერის თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საკრებულო.
5. მერის თანამდებობაზე დანიშვნის, მისი უფლებამოსილებების განხორციელების, უფლებამოსილებების შეწყვეტის პირობები და წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებითა და ამ დებულებით.
6. მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წინაშე.
ა. კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
ბ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის (დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;
გ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;
დ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე, სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;
ე. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;
ვ. შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;
ზ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერიის დებულების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;
თ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, მერიის სხვა თანამშრომლებს;
ი. ანაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, ახორციელებს მათ სამსახურებრივ ზედამხედველობას;
კ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ. საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
მ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ნ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით;
ო. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
პ. ამზადებს თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე პროექტს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;
ჟ. ახორციელებს თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოების საქმიანობის ზედამხედველობას და მათი ხელმძღვანელების თანამდებობებზე დანიშვნა-გათავისუფლებას;
რ. შეიმუშავებს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარსადგენად, ახორციელებს დამტკიცებული პროგრამის შესრულების კოორდინირებას;
ს. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს.
ტ. ახორციელებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფას;
უ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდის შექმნისა და კომუნალური საკითხების გადაწყვეტისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ფ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტებსა და შესაბამის წინადადებებს;
ქ. საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს:
ქ.ა. მერიის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე;
ქ.ბ. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე;
ქ.გ. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;
ქ.დ. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთების) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციიის, გამიჯვნა-გაერთიანების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის, შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად“.
ღ. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ან/და თანხმობით ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს;
ყ. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს, ასევე აძლევს თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელებასთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;
შ. ახორციელებს შიდა საქალაქო ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურების ხელშეწყობას;
ჩ. ახორციელებს საქალაქო მნიშვნელობის განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხების ხელშეწყობას და განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის ზრუნვას;
ც. ახდენს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის კოორდინირებას;
ძ. კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ ქალაქ ქუთაისის საკრებულოსთვის წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
წ. ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების პარტნიორულ უფლებამოსილებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჭ. ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ ცალკეული საკითხების შესასწავლად, დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შესაბამისი კომისიების, საბჭოებისა და სხვა საკონსულტაციო ჯგუფების შესაქმნელად, ასევე მათი სამოქმედო დოკუმენტაციის თობაზე, ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ხ. ახორციელებს მერიის დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მაინც, წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
3. მერი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – მერის ბრძანებას და ხელს აწერს მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სხვა დოკუმენტებს;
4. მერი წარმოადგენს მერიას და მერიის სახელით, რწმუნებების გარეშე მოქმედებს საკრებულოსთან, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე სასამართლოსთან ურთიერთობებში.
5. მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლებისას, მერის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს მერის ერთ-ერთი მოადგილე.
2. მერის მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
3. მერის მოადგილეები მერის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურირებენ მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას; ხელს უწყობენ მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
4. ამზადებენ და მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით.
5. კოორდინაციას უწევენ საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის გადაწყვეტილებების შესრულებას.
6. ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს.
7. ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან მერის წინაშე.
8. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და შემთხვევებში ასრულებენ მერის მოვალეობას.
2. სამსახურის უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
3. სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქურული ერთეულის დებულებით.
2. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
3. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის უფლებამოსილება განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტერიტორიული ორგანოების დებულებით.
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. სამსახურებს, მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს მერის ერთ-ერთი მოადგილე“.
2. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამოქმედო ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში.
3. ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხის შესაბამისად.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სამსახურის და ტერიტორიული ორგანოების დებულებებით, აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.