ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4135-რს
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 90, 23/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის განცხადება

ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

 

ვინაიდან 1991 წლის 13 იანვარს ლიტვის რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის ჯარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის უხეშ გამოყენებას შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და ათასობით ადამიანის დაშავება;

ვინაიდან 1991 წლის იანვრის მოვლენები ლიტვაში მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას საქართველოში;

ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვაში 1991 წლის იანვარში ძალის გამოყენება;

ვინაიდან 1991 წლის იანვრის მოვლენები კვალიფიცირებულია, როგორც ლიტვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აგრესია;

ვინაიდან 1991 წლის იანვრის დანაშაულის ჩამდენები და ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავს მიიჩნევს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ;

საქართველოს პარლამენტი:

ა) გამოხატავს სოლიდარობას ლიტველი ხალხის, განსაკუთრებით კი – 1991 წლის 13 იანვრის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების, მიმართ;

ბ) მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არასდროს დართოს ნება 1991 წლის იანვრის დანაშაულის ორგანიზატორებსა და ამსრულებლებს, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად;

გ) მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაუწიოს ლიტვის რესპუბლიკის ხელისუფლებას აუცილებელი დახმარება 1991 წლის იანვარში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეების, მათ შორის, ორგანიზატორების, სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით;

დ) მიმართავს საერთაშორისო  თანამეგობრობას, ყველა შესაძლო საშუალებით დაარწმუნოს რუსეთის მხარე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4135–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით“?
დიახ, განცხადება „ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2010.
როდის იქნა მიღებული „ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით“?
„ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით“ მიღებულია 17.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4135-რს.
სად არის „ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით“, №4135-რს, 17.12.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1145349/