ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №471
2009 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 44 936 (ორმოცდაოთხი ათას ცხრაას ოცდათექვსმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი, კერძოდ:
ა) 2009 წლის 27 იანვარს საქმეზე – „რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 29 013 (ოცდაცხრა ათას ცამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი;
ბ) 2009 წლის 10 თებერვალს საქმეზე – „ხარიტონაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 4036 (ოთხი ათას ოცდათექვსმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი;
გ) 2009 წლის 3 მარტს საქმეზე – „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 11 887 (თერთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაშვიდი) ევროს ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური