ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №826
2010 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
1. ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ანაზღაურდეს მათ მიერ 2010 წლის 16 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური შესაბამისი გაზის სადისტრიბუციო კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსების მიზნით,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 184 333 (ას ოთხმოცდაოთხი ათას სამას ოცდაცამეტი) ლარი.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და კომპანიისათვის 184 333 (ას ოთხმოცდაოთხი ათას სამას ოცდაცამეტი) ლარის გადარიცხვა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური