გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№745
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №745

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და მცხეთის მუნი­ციპალიტეტების დევნილთა დასახლებებში გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების და­ფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სა­ქარ­თველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“სა­ქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­­რობის სარეზერვო ფონდიდან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 13 899 (ცა­მეტი ათას რვაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი, მათ შორის:

ა) გორის მუნიციპალიტეტს – 4 484 (ოთხი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარი;

ბ) კასპის მუნიციპალიტეტს – 464 (ოთხას სამოც­დაოთ­ხი) ლარი;

გ) ქარელის მუნიციპალიტეტს – 2 716 (ორი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტს – 326 (სამას ოცდაექვსი) ლარი;

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 5 909 (ხუთი ათას ცხრაას ცხრა) ლარი.   

2. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენ­ციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინის­ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა – გუბერნატორებმა და საქართველოს ფინანსთა სა­მინისტრომ.  

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ნ. გილაური