საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №326
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილ ი სი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 ნოემბრის № 726 ბრძანებულებით შექმნილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში დაამატოს პროგრამული კოდი „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის პროგრამა“ და ამ პროგრამის განმკარგავად განისაზღვროს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამის დასაფინანსებლად „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 1 130 000 (ერთი მილიონ ას ოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ- მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 21.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №326. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №326, 21.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2294715/