საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №90
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 12914 და 12916 მუხლების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს:
ა) 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიების მიერ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის განხორციელების მიზნით;
ბ) 645 610 (ექვსას ორმოცდახუთი ათას ექვსას ათი) ლარი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაამატოს ორგანიზაციული კოდი: „06 05 – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური