საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №507
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ
საომარი მდგომარეობის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა ტრანსპორტირებისა და სხვა ღონისძიებებისათვის მოხმარებულ საწვავზე წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და წალკის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 60 137,0 (სამოცი ათას ას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად – 39 680,0 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი;
ბ) წალკის მუნიციპალიტეტს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად – 20 457,0 (ოცი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან განახორციელოს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 19 080,0 (ცხრამეტი ათას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან განახორციელოს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 2 595,0 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ“?
- „საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ“ მიღებულია 14.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №507. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ“, №507, 14.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2101461/