ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალის – „მზერა” გამართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№571
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 31/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №571

2009 წლის 31ივლისი

ქ. თბილისი

ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალის – „მზერა” გამართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ინიციატივა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალის – „მზერა” საქართველოს მთავრობის პატრონატით 2009 წლის 21 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და საგარეჯოში გამართვის შესახებ.

2. ფესტივალის გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და სათანადო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიამ.

3. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 34 692 (ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ფესტივალის სპონსორები.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღოს შესაბამისი ზომები ფესტივალის მონაწილე ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისათვის.

6. ეთხოვოთ:

ა) ქალაქ თბილისის მერიას – უზრუნველყოს ფესტივალის მონაწილე ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანა საგარეჯო-თბილისი-საგარეჯოს მიმართულებით;

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – უზრუნველყოს ფესტივალის ორგანიზებისა და გამართვის საკითხებში სათანადო დახმარების აღმოჩენა.

პრემიერ-მინისტრი                                            ნიკა გილაური