"ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის № 205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2010 ძალადაკარგული 14.03.2011
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.123.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 30/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს  

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№63   

2010 წლი ს15დეკემბერი

ქ. ქუთაისი 

 „ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის   ავტოსატრანსპორტო  საშუალებებით  ადგილობრივი  საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით გაუქმდა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოსაკრებელი, ხოლო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოსაკრებელის ნაცვლად, შემოღებულ იქნა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №205 დადგენილება.

    მუხლი 2

დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასი №1 დანართის შესაბამისად.

(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის )

    მუხლი 3

დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის დროებითი წესი №2 დანართის შესაბამისად.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის )

    მუხლი 4.

ამ დადგენილების მესამე მუხლით დამტკიცებული დროებითი წესის გადამზიდავებისათვის გაცნობის უზრუნველყოფა დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს (ვ.კლდიაშვილი ).

    მუხლი 5.

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა.ხვადაგიანი


დანართი №1

ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული

სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასები

სამგზავრო

სატრანსპორტო

საშუალებათა

კატეგორიები

მარშრუტის ნომერი

ნებართვის გაცემის ფასი

თითოეულ სატრანსპორტო

საშუალებაზე თვეზე გაანგარიშებით (ლარი)

 

ძველი

ახალი

 M1 ქვეკატეგორიის

მსუბუქი ავტომობილები, რომელთაც აქვთ არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი

(მძღოლის ადგილის გარდა)

1

101

20

2

102

3

103

4

104

6

105

56

106

 

107

 

108

M2 ქვეკატეგორიის

5 ტონამდე წონის

ავტობუსები, რომელთაც აქვთ

8-ზე მეტი დასაჯდომი

ადგილი

(მძღოლის ადგილის გარდა)

 

1

1

90

2

2

25

11

57

48

50

50

100

100

10

10

20

13

75

23

23

28

28

34

34

24(34ა)

34ა

19

51

28

53

5

54

 

200 მარცხენა

 

200 მარჯვენა

31

31ა

 

65

4

4

17

17

21

21

52(22)

22(52)

23ა

23ა

6

31

32

32

14

33

35

35

36

36

7

38

59(22)

39

18

40

38

41

44

44

9

45

46(6ა)

46(6ა)

55

49

15

15

55

16

16

3

30

13

37

42

42

26

43

 

47

55ა

55

NM3 ქვეკატეგორიის

5 ტონაზე მეტი წონის ავტობუსები

1 მარცხენა

1 მარცხენა

80

1მარჯვენა

1 მარჯვენა

20

13

60

2

2

50

4

4

5

5

7

7

 

8

9

9

33

10

25

11

27

12

31

14

19

15

22

22

40

6

6

 

 

დანართი №2

ქ ალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3

კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი

საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის

გაცემის ფასის გადახდის დროებითი წესი

    მუხლი 1

წინამდებარე წესი, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან და დამატებებიდან გამომდინარე, არეგულირებს ქ ალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელი გადამზიდავების მიერ, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის უზრუნველყოფას.

    მუხლი 2

1. ნებართვის გაცემის ფასის გაანგარიშება განხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული ნებართვის ფასის გადამრავლებით  მარშრუტების სანებართვო მოწმობებში ფიქსირებულ ავტობუსების რაოდენობაზე.

2. გადამზიდავებმა, რომლებსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლება განახორციელონ სამგზავრო გადაყვანები, ნებართვის გაცემის ფასის გადახდა უნდა განახორციელონ ყოველთვიურად, არა უგვიანეს გადახდის თვის 25 რიცხვისა.

3. მ/წლის დეკემბრის თვეში, გადამზიდავები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უფლება განახორციელონ სამგზავრო გადაყვანები, ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული ნებართვის გაცემის ფასის ორმაგი ოდენობა.

    მუხლი 3

წინამდებარე წესი მოქმედებს „ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1 ,M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილების მიღებამდე.

    მუხლი 4

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით.