ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.160.000.289
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №13
2010 წლის 4 აგვისტო
ქ. რუსთავი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 1).
მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 აპრილის №119 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. გურგენიძე
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2480 |
| 2 | ქალაქის მერი | 2480 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1500 |
| 4 | ქალაქის მერის მოადგილე | 1250 |
| 5 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 900 |
| 6 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 710 |
| 7 | სამსახურის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის და მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 550 |
| 8 | მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული | 470 |
| 9 | მთავარი სპეციალისტი | 480 |
| 10 | წამყვანი სპეციალისტი | 460 |
| 11 | უფროსი სპეციალისტი | 440 |
| 12 | სპეციალისტი | 420 |