„ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.118.001231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 14/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2010 წლის 8 ივლისი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის შემოსულობების გეგმა გაიზარდოს 13500 ლარით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულება) და განისაზღვროს 2497600 ლარით, თანახმად №2 და №3 დანართებისა.

    მუხლი 2

1. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებით გამოყოფილი 13500 ლარი დაიგეგმოს: წოლა-წმენდაურის, ცხმორი-ფსორის, ბაჯიხევი–ღუნდის, ბარი-მრავალძალისა და უწერის ადგილობრივი გზის მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის.

2. შემცირდეს ონის მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდის 2000 ლარით, ეკონომიკის განვითარების სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდი 1500 ლარით და აღნიშნული თანხიდან დაემატოს გარე განათების დენის ღირებულებას 2500 ლარი და პოლიციას დენის ღირებულებას 1000 ლარი: შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოც. დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდი შემცირდეს 310 ლარით და 180 ლარი დაიგეგმოს საქ. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანხა და 130 ლარით გაიზარდოს სსიპ – საქ. ეროვნული არქივის ონის ტერიტორიული ორგანოს დაფინანსების თანხა; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდი შემცირდეს 100 ლარით და გაიზარდოს შეძენილი ტრაქტორის სესხის დაფარვის თანხა; ადმინისტრაციული შენობის სველი წერტილების რეაბილიტაციის თანხა შემცირდეს 5000 ლარით და 4300 ლარი დაიგეგმოს ქ. ონში სასაფლაოზე თავშეყრის ადგილის მოწყობისათვის; 700 ლარი დაიგეგმოს სტიქიის შედეგად მდინარეებზე კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებზე ტრაქტორისტის ხელფასისათვის.

3. სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი თანხით დაფინანსებულ პროექტებში მოხდეს ცვლილება, კერძოდ: შიდა გზების სარემონტო სამუშაოების შემცირდეს 25681 ლარით და დაემატოს: სოფლის წყლების რეაბილიტაციას 2392 ლარი, დტ ტიპის ტრაქტორის შეძენისათვის 19000 ლარი, თავშეყრის ადგილის მოწყობისათვის 2251 ლარი, გენერატორის შეძენისათვის ჰესსზე 1205 ლარი და გარე განათებისათვის 833 ლარი.

4. სარეზერვო ფონდიდან გახარჯული სოფ. ბაჯიხევის ხიდის შეკეთება 618 ლარი, ზუდალი-შქმერი, უშოლთა-ხარისთვალი, ქვედრულა-ქვედი, სომიწო-ფარახეთი გზის შეკეთების 5664 ლარი, ტრაქტორის გადაყვანის 1100 ლარი, შქმერის გზის რემონტის 1280 ლარი და სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების საკაო-მაჟიეთი-ხიდეშლები, სომიწო-ბარი-მრავალძალი, პიპილეთი-ცხმორი-ბაჯიხევის გაწმენდით სამუშაოებზე გახარჯული თანხა 5760 ლარი დაგეგმილ იქნეს ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით.

 

მუხლი 3

განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის გადასახდელების გეგმა 2773100 ლარით, თანახმად №2, №4 და №4ა დანართებისა.

 

მუხლი 4

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 შალვა ჯაფარიძე