ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 16/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №94

2001 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ლევან ძნელაძეს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს დსთ-ის ეკონომიკური საბჭოს სხდომის დროს შემდეგ ხელშეკრულებებს:

1. „ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძრავის საწვავად გამოყენების შესახებ სახელმწიფოთაშორისო პოგრამა“;

2. „დსთ-ის წევრი ქვეყნების ერთიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ოქმი“;

3. „2003 წლამდე დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა ორგანიზაციების მიერ ბუნებრივი და ტექნიკური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა სფეროში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების სახელმწიფოთაშორისო პროგრამა“;

4. „სახელმწიფოთაშორისო საბჭოს – „რადიოინავიგაცია“ – დებულების ახალი რედაქცია“;

5. „2001-2005 წლებისათვის დსთ-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი რადიონავიგაციული პროგრამა“;

6. „სპეციალური კავშირის გზავნილებათა სახელმწიფოთაშორისო გაცვლის შესახებ შეთანხმენასა და ამ შეთანხმებით დამტკიცებული სპეციალური კავშირის გზავნილებათა სახელმწიფოთა შორისო გაცვლის შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ოქმი“;

7. „მცენარეთა ჯიშების სამართლებრივი დაცვის შესახებ შეთანხმება“;

8. „დსთ-ის სახელმწიფოთაშორისო ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის შესახებ შეთანხმება“;

9. „მეტეოროლოგიურ და სხვა გეოფიზიკურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2001.
როდის იქნა მიღებული „ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
„ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 14.03.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №94. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.001..
სად არის „ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №94, 14.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114694/