ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 დეკემბრის №109 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.004438
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 14/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2010 წლის 12 ივლისი

ქ. ხობი

 „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 დეკემბრის №109 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და აბაშის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 დეკემბრის №109 დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;“;

გ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს წევრის ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების ხელყოფა, მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება, საკრებულოს წევრის მიერ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ვ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს ფრაქციების შექმნის შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება;“;

ზ) 87-ე მუხლის მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) 90-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე