„ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერის

ბრძანება №27

2010 წლის 22დ ე კე მბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის № 38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დებულების მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7.

სამსახურის ფუნქციებია:

ა) ქ. თბილისში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებული ტერიტორიების სპეციალური გამოკვლევა, აღდგენა და გაშენება-გამწვანება;

ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა და აღრიცხვის წარმოება;

გ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრაზე ნებართვის გაცემა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური ჭრების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ქ. თბილისის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) დედაქალაქის გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ქ. თბილისის მერის მიერ საკრებულოში წარსადგენად მათი მომზადება;

ზ) ცენტრალურ გამზირებზე, ქუჩებზე, ბაღ-სკვერებში, პარკებში, მოედნებსა და გამწვანების სხვა ობიექტებში არსებული ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმური ფორმირება და ამოძირკვა;

თ) დედაქალაქში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;

ი) სახელმწიფო ორგანოებთან ერთობლივი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხობის უზრუნველყოფა;

კ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების პროექტირება და მოწყობა;

ლ)     არსებული სარწყავი ქსელების შესწავლა, მოწესრიგება და რეაბილიტაცია;

მ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროების, მწვანე საფარის, ბაღების, პარკების, სკვერების, მოედნების, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარებისთვის სარწყავ-სამელიორაციო სისტემების დაგეგმარება და მშენებლობა;

ნ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების მოვლა-პატრონობა;

ო) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ შემოსასვლელებში, სანაპიროებზე და პარკებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა;

პ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროების და პარკების პროექტირება და მოწყობა;

ჟ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების გამწვანება-განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა;

რ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ს) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა;

ტ) გაზონებზე, ფერდობებსა და ყვავილნარებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა;

უ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების გამწვანება-განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა.

    მუხლი 8.

სამსახური შედგება სამი განყოფილებისაგან:

ა) ქ. თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების, სარწყავი სისტემების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება;

ბ) ბაღ-სკვერების, მოედნების, ფერდობების, გაზონების, ყვავილნარების, ლანდშაფტების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება;

გ) ეკოლოგიის, მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილება.

    მუხლი 9.

1. ქ. თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების, სარწყავი სისტემების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „კ’’–„რ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ფუნქციების, ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის ერთ-ერთი მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

2.  ბაღ-სკვერების, მოედნების, ფერდობების, გაზონების, ყვავილნარების, ლანდშაფტების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „რ’’-„უ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

3. ეკოლოგიის, მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა”–„ი” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ფუნქციების, ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის ერთ-ერთი მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.’’.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი   გ. უგულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2010.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.52.101.016011.
სად არის „ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №27, 22.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1147367/