“საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №114/ნ |
|
2020 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 4. შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები
შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების კატეგორია და:
ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;
ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;
გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ 111 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით;
ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
ვ) სამუშაო ადგილი;
ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;
ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;
მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;
ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;
პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.“.
|