განმეორებით აუქციონის ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია
განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 209456792) გაკოტრების მმართველი ვახტანგ კაპანაძე ვაცხადებ, რომ სამეურვეო ქონების გაყიდვის მიზნით 2011 წლის 13 იანვარს, 15 საათზე, ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №14ბ-ში ტარდება განმეორებითი აუქციონი.
აუქციონზე ერთ ლოტად გასაყიდად გამოდის შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“ კუთვნილი ქონება – მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომლის მახასიათებლებია:
| ზონა თბილისი 01 | სექტორი გლდანი 14 | კვარტალი
05 | ნაკვეთი
029/067 |
ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება
ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო
დაზუსტებული ფართობი: 7579.00 კვ.მ.
ნაკვეთის წინა ნომერი: 29
მისამართი: ქალაქი თბილისი, ქერჩის ქ. №6
შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3.
განმეორებით აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ფასი შეადგენს 191 075 (ას ოთხმოცდა- თერთმეტი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარს.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებას გააკეთებს, მაგრამ არა უმცირეს საწყისი ფასისა.
აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიმართონ გაკოტრების მმართველს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. რუსთავი, თოდრიას 1-ლი ჩიხი, კორპ. 3,ბ. 32.
ტელ.: სახლის – 8 (24) 150086; მობილური – 8 (93) 902160.
განმეორებით აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 12 იანვრის 19 საათამდე გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ, რასაც თან უნდა დაერთოს:
(ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
(ბ) მოვალის ანგარიშზე (სს „საქართველოს ბანკი“, მიმღების ანგარიში: 300467903,ბანკის კოდი BAGAGE 22) გასაყიდი ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
შპს „საშენი მასალები და ნაკეთობანის“
გაკოტრების მმართველი ვ. კაპანაძე