საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3971-IIს
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 22/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების ა და დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს ში(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 3771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3771. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო   აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის   წარუდგენლობა

მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად ანდა არასრულყოფილად წარდგენა –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3812 მუხლი:

     „მუხლი 3812. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა

სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3971–ს