საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4527
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.771
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 31/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 205-ე–207-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას

გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში მოექცეოდა სამეურვეო ქონებაში, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

    მუხლი 206. საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას

გადახდისუუნარობისას საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა, რამაც რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასება გაართულა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

    მუხლი 207. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას

გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2071 მუხლი:

    „მუხლი 2071. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა

მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი წესით მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 28 მარტი.

№4527–Iს