საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№548
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.589
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 12/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48),1999 წელი, მუხ. 209) 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 290. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა

1. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ეპიზოოტიის გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი,   –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რასაც მოჰყვა ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 28 ოქტომბერი.

№548–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.10.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №548. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.001.589.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №548, 28.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.589 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28630/