„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 230-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 230. ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა
1. ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), რადიოაქტიური ნივთიერების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოს ან ნაკეთობის, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 4 მაისი.
№3053–Iს
კანონპროექტები პარლამენტში
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3053. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.004.043.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- იგეგმება თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში ცვლილებები?
- საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია 3 კანონპროექტი, რომელიც ამ აქტის შეცვლას ითვალისწინებს (უახლესი დარეგისტრირდა 03.06.2026).
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3053, 04.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.004.043 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92458/