„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (323/2-XI, 20.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023,
სარეგისტრაციო კოდი: 080000000.05.001.020798) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1951 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1951. საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა
1. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით (მათ შორის, ბაზრის კვლევისას და წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შესყიდვის ხელშეკრულების
დადებისას), პირთა მიერ წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან
სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც
შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება მოხელე ან მასთან გათანაბრებული
პირი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით,
რითაც იცვლება სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლის მოქმედი რედაქცია.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა სისხლის
სამართლის კოდექსის 1951 მუხლის განახლებულ რედაქციასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „სისხლის სამართლის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის
საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა სისხლის სამართლის კოდექსის
1951 მუხლის განახლებულ რედაქციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ვინაიდან „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება შედის სისხლის
სამართლის კოდექსის 1951 მუხლსა და დასახელებული მუხლის შენიშვნაში, რაც
ითვალისწინებს: სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის სისხლის
სამართლის წესით რეგულირების გაფართოებასა და პირთა წრის დაზუსტებას,
აუცილებელია, რომ აღნიშნული ცვლილება შესაბამისად აისახოს წარმოდგენილ კანონში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ძალაში
შედის
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი შემსყიდველი ორგანიზაციების
კანონიერი ინტერესების არსებითი დაცულობის რეალურად უზრუნველყოფის მიზნით,
საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცედურები
წარიმართოს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში,
სასჯელის სახით, მათ შორის, გათვალისწინებულია ჯარიმა. შესაბამისად, კანონპროექტის
მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე, შემოსავლების ზრდის
მხრივ. შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება ჯარიმის შეფარდების სიხშირესა და
შეფარდებული ჯარიმის ოდენობაზე. ჯარიმის ოდენობა, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, სასამართლოს მიერ განისაზღვრება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რადგან, კანონპროექტის შესაბამისად, ფართოვდება სისხლის სამართლის კოდექსის
1
195 მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ჩამდენ პირთა წრე და
აღნიშნული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის სახით, მათ შორის,
გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ერთი პატიმრის შენახვისთვის განსაზღვრული წლიური
ხარჯის შესაბამისად. ამასთან, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენას იქონიებს ასევე
ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაწეული ხარჯი, რაც დაკავშირებულია
ზემოაღნიშნული ქმედების გამოვლენასთან, გამოძიებასა და პასუხისგებაში მიცემასთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ჯარიმის შეფარდებას შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ ფიზიკური
და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კანონპროექტით გათვალისწინებულ დანაშაულს
ჩაიდენენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის და ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.