საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4698
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.808
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 07/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 307-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 315-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 აპრილი.

№4698–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4698. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.002.808.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №4698, 27.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.808 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21034/