საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1821 მუხლი:
„მუხლი 1821. შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
1. შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) საფლავის მიწისზედა ნაგებობის მიმართ;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის მიმართ;
ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ვ) რამაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან სატრანსპორტო საშუალების, ენერგეტიკული, სხვა განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ანდა მისი ნორმალური მუშაობის შეფერხება გამოიწვია;
ზ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1565–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1565. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.001.106.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №1565, 21.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.106 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13900/