საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2378
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 27/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3781 მუხლი:

     „მუხლი 3781. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემა

1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე – 379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

გ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

დ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით;

ე) ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით;

ვ) იარაღის გადაცემით;

ზ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომელიც დასაშვებია თან იქონიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში და ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2378–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2378. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.002.049.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“, №2378, 20.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.049 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27868/