საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4706
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.813
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 22/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1433 მუხლი:

     „მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა

1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებული პირის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც ამავე კოდექსის 1431 მუხლის თანახმად წარმოადგენს ექსპლუატაციას, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ოთხ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4706–Iს