საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 22.07.1999
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 347-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 347. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3533 მუხლი:
„მუხლი 3533. სამხედრო მოსამსახურის, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ანდა ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 ოქტომბერი 2025 წ. N992-IVმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 16.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №992-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.102820.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №992-IVმს-XIმპ, 16.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.102820 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6647645/