საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 22.07.1999
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 3062. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება
1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება ფიზიკური პირი, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმისა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N790-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №790-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.102776.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №790-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.102776 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6535572/