საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას კრედიტორისთვის ხელმიუწვდომლობის მიზნით ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა, რომელიც გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასაში მოექცეოდა, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
2. 207-ე და 2071 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 207. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა გადახდისუუნარობისას
გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.
თბილისი, 18 სექტემბერი 2020 წ. N7173-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №7173-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.020192.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №7173-Iს, 18.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.020192 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4993020/