1. ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასერტიფიკაციო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ:
ა) სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 381 და 382 მუხლების მოთხოვნებს;
ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;
გ) შესაძლებელია, რომ სასერტიფიკაციო ნიშანმა მომხმარებელს მისი მნიშვნელობის ან შინაარსის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024