ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასამართლო აუქმებს სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციას, თუ:

ა) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის 381 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი არ იღებს შესაბამის ზომებს, რათა სასერტიფიკაციო ნიშანი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით განსაზღვრული სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობების დაცვით იქნეს გამოყენებული;

გ) სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის;

დ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება ამ კანონის 386 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში არ შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება აღნიშნული საფუძველი.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024