1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ თანამდებობის პირს.
2. შეკითხვის წესით შესაბამის თანამდებობის პირთაგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.
3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. წერილობითი ან ზეპირი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება.
4. შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე პასუხი გაიცემა საკრებულოს სხდომაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი და დააყენოს წინადადება მოცემული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
5. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება სამი დღის ვადაში გაიცეს წერილობითი პასუხი საკითხის შემდგომი განხილვის გარეშე.
6. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია საკრებულოს წევრის დასმულ შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხიც
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 10.05.2013
მუხლი 113. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
თავი XV — საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 110. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 111. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 114. ინტერპელაცია
- მუხლი 115. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
- მუხლი 116. კონტროლი გამგეობის საქმიანობაზე
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 118. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 113, №14, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.148.000078 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148294/muxli-113/