1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა კომისიამ და გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა.
2. საკრებულოს კომისიისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ.
3. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შესაბამის შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 10.05.2013
მუხლი 115. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
თავი XV — საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 110. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 111. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 113. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
- მუხლი 114. ინტერპელაცია
- მუხლი 116. კონტროლი გამგეობის საქმიანობაზე
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 118. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 119. საზოგადოებრივი დარბაზი
- მუხლი 120. საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 115, №14, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.148.000078 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148294/muxli-115/