თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.07.2010 ძალადაკარგული 28.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.163.000198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 11/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.163.000.198

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2010 წლის 29 ივლისი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ი“ ქვეპუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს № 726 ბრძანებულების აღსრულების მიზნით,

1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობრივი სახელფასო სარგოები განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) წამყვანი საჯარო თანამდებობა – გამგებელი             – 2360 ლარი

ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობა – გამგებლის მოადგილე  – 900 ლარი

გ) უფროსი საჯარო თანამდებობა – სამსახურის უფროსი – 700 ლარი

დ) უფროსი საჯარო თანამდებობა – განყოფილების უფროსი   – 500 ლარი

ე) უფროსი საჯარო თანამდებობა – გამგებლის თანაშემწე    – 450 ლარი

ვ) უმცროსი საჯარო თანამდებობა – მთავარი სპეციალისტი – 420 ლარი

ზ) უმცროსი საჯარო თანამდებობა – წამყვანი სპეციალისტი    – 400 ლარი

თ) უმცროსი საჯარო თანამდებობა – უფროსი სპეციალისტი    – 390 ლარი

ი) უმცროსი საჯარო თანამდებობა – სპეციალიასტი         – 380 ლარი

კ) უმცროსი საჯარო თანამდებობა – გამგეობის ტერიტორიული ორგანოს

ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული                – 400 ლარი

ლ) უმცროსი საჯარო თანამდებობა – გამგეობის ტერიტორიული ორგანოს

რწმუნებულის საქმის მწარმოებელი                 – 240 ლარი

მ) უმცროსი საჯარო თანამდებობა – გამგეობის ტერიტორიული

ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე                  – 200 ლარი

2. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №4 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ.ხუცაიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2012.
როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“?
„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.07.2010. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.35.163.000198.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2012-დან.
სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“, №9, 29.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.163.000198 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148850/