„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.004423
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 30/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2010 წლის 25 ივნისი

ქ. წალენჯიხა    

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 23-ე მუხლების შესაბამისად,

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №1 დადგენილებაში:

დადგენილების დანართის მე-2 გრაფაში გამგებლის თანამდებობრივი სარგო, ნაცვლად 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა, განისაზღვროს 2360 (ორი ათას სამას სამოცი) ლარით.

2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2010 წლის 25 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                                          კ. ციმინტია