საქართველოს სადაზვერვო სისტემის გაფართოებული საბჭოს შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.06.2001 ძალადაკარგული 05.11.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
130.040.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 22/06/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №246

2001 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სადაზვერვო სისტემის გაფართოებული საბჭოს შექმნის შესახებ

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იმ სახელმწიფო სტრუქტურების, რომლებსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან რომლებისთვისაც თავიანთი საქმიანობის განხორცი­ელებისას ცნობილი ხდება სადაზვერვო ინფორმაცია, საქმიანობის კოორდინაციის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს სადაზვერვო სისტემის გაფართოებული საბჭო აღმასრულებელი ხელისუფლების ქვემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებათა ხელმძღვანელების შემადგენლობით:

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი;

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. ბრძანებულების პირველ პუნქტში ჩამოთვლილი აღმას­რულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გარდა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა, უფლება აქვთ საბჭოს წევრად წარადგინონ თავისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

4. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე არჩეულ იქნეს საბჭოს აღმასრულებელ მდივნად, რომელსაც დაევალება საბჭოს წევრ უწყებათა ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაციის ურთი­ერთგაცვლის კოორდინაცია, სხდომების მომზადება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზება.

5. საბჭოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ქვეყნის სამთავრობო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებს მათ ხელთ არსებული გარკვეული ინფორმაციების გაცნობის მოთხოვნით ან სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.

6. საბჭოს სხდომები მოეწყოს ორ თვეში ერთხელ მაინც.

7. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს რიგგარეშე სხდომა შესაძლოა მოწვეულ იქნეს საბჭოს ნებისმიერი წევრის ინიციატივით.

ე. შევარდნაძე