1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით ესწრება გამგებელი, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეები, საკრებულოს აპარატის უფროსი. ბიუროს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები.
2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.
4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.07.2025
მუხლი 21. ბიუროს მუშაობის წესი
თავი IV — საკრებულოს ბიურო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 20. ბიუროს სხდომა
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 26. კომისიის თავმჯდომარე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №4, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.145.000142 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150013/muxli-21/