1. საკრებულოს კომისიებია:
ა) იურიდიული კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური რეფორმების კომისია;
გ) დარგობრივი ეკონომიკისა და კომუნალური მეურნეობის კომისია;
დ) ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების და სპორტის კომისია;
ე) სოფლის მეურნეობის და მრეწველობის საკითხთა კომისია.
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე