“საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2000 ძალადაკარგული 10.03.2026
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
090.013.004.142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 29/03/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება № 13

2000 წლი ს 17 მარტი

ქ. თბილისი

საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საპენსიო სქემის წესები“(თან ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

 

საპენსიო სქემის წესები

    მუხლი 1

საპენსიო სქემის წესები მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის წესების შედგენის და დამტკიცების ძირითად მოთხოვნებს.

    მუხლი 2

1. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ მომზადებული საპენსიო სქემა უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საპენსიო სქემის სახე (განსაზღვრული შენატანების ოდენობით ან განსაზღვრული გასაცემი პენსიის ოდენობით);

ბ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის დასახელება, ადგილმდებარეობა, საბანკო რეკვიზიტები;

გ) საპენსიო სქემაში მონაწილეების ჩართვის პირობები;

დ) საპენსიო სქემის დამფუძნებელთა, მეანაბრეთა და მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები;

ე) საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლის პირობები;

ვ) საპენსიო სქემის მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობები;

ზ) საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო დანაგროვზე საკუთრების უფლების და მემკვიდრეებზე ამ უფლების გადაცემის პირობები;

თ) პენსიის ოდენობის განსაზღვრის პირობები;

ი) პენსიის გაცემის პირობები;

კ) საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის წარმოების და საპენსიო სქემის მონაწილის ინფორმირების პირობები;

ლ) აქტუარული გათვლების მეთოდიკა;

მ) საპენსიო დანაგროვის ფონდის ფორმირების და ხარჯვის პირობები;

ნ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირების წესები და პირობები (საინვესტიციო დეკლარაცია);

ო) საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო დანაგროვის ინდექსაციის პირობები;

პ) აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნის, შეცვლის და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესები და პირობები;

ჟ) საპენსიო სქემის მეანაბრისათვის და მონაწილისათვის საპენსიო სქემის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პირობები;

რ) საპენსიო სქემაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი;

ს) საპენსიო სქემის შეწყვეტის წესი.

2. საპენსიო სქემა შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც.

    მუხლი 3

საპენსიო სქემა დამოწმებული უნდა იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმოწერითა და მრგვალი ბეჭდით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.03.2026.
როდის იქნა მიღებული “საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”?
“საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ” მიღებულია 17.03.2000. მიმღები ორგანო — დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 090.013.004.142.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება “საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.03.2026-დან.
სად არის “საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება “საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”, №13, 17.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 090.013.004.142 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115030/