საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2010 ძალადაკარგული 18.12.2012
ნომერი
№179
სარეგისტრაციო კოდი
010220020.22.038.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 169, 28/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №179-№427

2010 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

პ ატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ’’ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ :

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ” 2009 წლის 22 ივლისის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №251/ნ-№372 ერთობლივი ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . კალმახელიძე

ა . ურუშაძე

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში –კომისია) ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს.

2. კომისია წარმოადგენს სპეციალური უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირთა ჯგუფს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

3. კომისიას გააჩნია შესაბამისი ბეჭედი და შტამპი.

4. კომისიის მისამართია: თბილისი 0119, აკ. წერეთლის გამზ. №144 .

    მუხლი 2. კომისიის ფუნქცია

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.

    მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება 3 მუდმივმოქმედი წევრისაგან.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) კომისიის თავმჯდომარე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი;

გ) კომისიის წევრი _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის ა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი.

4. კომისიის წევრებსა და კომისიის მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით.

    მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

1.კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

2.კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს და შესაბამის ადრესატთან აგზავნის კომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც დანართის სახით თან ერთვის კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული, დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის ან ექიმთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა.

3. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია 12 თვეში ერთხელ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრსა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარუდგინოს გაწეული სამუშაოს ანგარიში.

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

3. კომისია განიხილავს ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის განცხადების დაშვების საკითხს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს მსჯავრდებულის ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლი (შესაბამისი გამოკვლევებით) და მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საექიმო დასკვნა.

4. კომისიის მიერ განცხადების დაშვების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული, დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის ან ექიმთა ჯგუფის მიერ.

 5. კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული ექიმი ან ექიმთა ჯგუფი საკითხის შესწავლის შემდეგ ადგენს დასკვნას, რომელიც განსახილველად წარედგინება კომისიას.

 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია გამოთქვას განსხვავებული აზრი.

7. კომისია ანგარიშვალდებულია და სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე პასუხს აგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.

8. კომისიის წევრების წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 6. კომისიის გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი

1. კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სხდომის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

3. გადაწყვეტილება გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.

4. კომისიის გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან დაუყო ვ ნებლივ ეგზავნება დაწესებულების ადმინისტრაციას აღსასრულებლად.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.12.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“?
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 23.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №179. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.22.038.016016.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.12.2012-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“, №179, 23.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.038.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1151375/