ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №8 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.128.000349
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 19/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.128.000.349

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის –წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს

დადგენილება №11

2010 წლის 2 აგვისტო

დ. ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №8 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №8 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №8 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ.

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში.“

5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ს „გ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ დებულების (რეგლამენტის) 127-ე მუხლით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

თ) ამ დებულების (რეგლამენტის) 128-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ დებულების (რეგლამენტის) 96-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას“

„შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, გამგებლის წარდგინებით ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-16 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა, ამ დებულების (რეგლამენტის) 129-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.“.

9 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით,„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის და ამ დებულების 98-ე მუხლით დადგენილი წესით, ირჩევს საკრებულო.“.

10. დებულების მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომის წესზე ვრცელდება ამ დებულების (რეგლამენტის) 49-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტით დადგენილი წესები.

2. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 22-ე მუხლის სათაური საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა“.

12. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულების (რეგლამენტის) 23-ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი.“.

14. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) მე-100 და 101-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 27-ე მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.

9. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 29-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით.“

„5.თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსულ ი წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგავაროვან წინადადებათა გაერთიანებას და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ი ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გამომსვლელთა სიას. კომისიის სხდომაზე დამსწრე პირთა მონაწილეობა კომისიის სხდომაში ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) 56-ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად.“.

17. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. კომისიის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით.”.

18. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების (რეგლამენტის) 105-ე, 106-ე, 108-ე მუხლებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებულ ი გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას.“.

დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 49-ე პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თვითმმართველი ერ თ ეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.

20. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“

„ზ) ამ დებულების (რეგლამენტის) 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის.“

21. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 55-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყების და მორიგი სხდომის დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით.“

„7. დებატები იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ი ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ მუხლითა და დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად. მათი გამოსვლების დამთავრების შემდეგ სიტყვა ეძლევათ საკრებულოს წევრებს.“.

22. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ, ამ დებულების (რეგლამენტის) 65-ე და 66-ე მუხლებით დადგენილი წესით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წესრიგისკენ მოწოდება ან გაფრთხილება, ხოლო საკრებულოს მიერ, ამ დებულების (რეგლამენტის 67-ე და 68-ე მუხლებით დადგენილი წესით – გაფრთხილება ოქმში შეტანით ან სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

23. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 82-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-9 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ დებულების (რეგლამენტის) 81-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ.

საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და გამგეობის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, გამგებელთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

2. პროექტის განხილვა ხდება, დებულების (რეგლამენტის) 55-ე და ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“

„7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ დებულების (რეგლამენტის) 93-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან, თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ (ადმინისრტაციული) (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) დასკვნის საფუძველზე.“

„9. კენჭისყრა ტარდება ამ დებულების (რეგლამენტის) 75-ე და 77-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

24. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ი პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი, ამ დებულების (რეგლამენტის) 106-ე და 132-ე მუხლებით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისიები, რომელსაც გადაეცათ პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“.

25. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 84-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაში.“.

26. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

27. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტის შემათანხმებელი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე და განიხილავს საკრებულო ამ დებულების (რეგლამენტის) 84-ე და 85-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

28. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 88-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

3. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.

4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში ტარდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ დებულების (რეგლამენტის) 123-ე მუხლით დადგენილი ფორმების გამოყენებით.“

„7. მომხსენებელთა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

29. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

30. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 93-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებელის წარდგინებით უფლება აქვს ამ დებულების (რეგლამენტის) 82-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით.“

„4. საკრებულოს სხდომა შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვას იწყებს ამ დებულების (რეგლამენტის) 82-ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით.“

31. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში მოთხოვნილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც, რიგგარეშე სხდომა მოიწვევა და ტარდება ამ დებულების (რეგლამენტის) 49-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

32. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-100 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 22-ე და 23-ე მუხლების შესაბამისად ქმნის საკრებულოს კომისიებს.“

33. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე და გაზეთში, ასევე ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“.

34. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

35. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 115-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.“.

36. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 116-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლით დადგენილი წესით და დებულების (რეგლამენტის) 57-ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის დაცვით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა.

5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას ამ დებულების (რეგლამენტის) 63-ე მუხლით დადგენილი სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები.“.

37. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 121-ე მუხლის მე-3, მე-6 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს (პირებს) გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის ამ დებულების (რეგლამენტის) 117-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი სახის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს.”

„6. მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) 117-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.“.

38. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 122-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორს და/ან მის მიერ წამოყენებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 55-ე მუხლით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში, მათ შორის, წარმოადგინოს მოხსენება, გასცეს პასუხები და განმარტებები განსახილველი საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებზე, გაეცნოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე და გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები ან/და რეკომენდაციები საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტთან მიმართებით.“.

39. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 124-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით ინიციატივა ხორციელდება ამ დებულების 117-ე მუხლით დადგენილი წესის ანალოგიურად.“

„11. დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.“.

40. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 125-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში.“

41. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 127-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში), ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.“.

42. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 128-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.“

43. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 129-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი, ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით.

44. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 129-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

45. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 130-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები და გამგეობის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ დებულების (რეგლამენტის) 132-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

46. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 131-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების 123-ე მუხლით დადგენილი ფორმებით სავალდებულოა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, თვითმმართველი ერთეულის საზღვრების ცვლილება, თვითმმართველი ერთეულის სიმბოლიკა, თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების 5%-ს“.

47. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 134-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი