ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.128.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2022 წლის 7 თებერვალი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე -4 ე პუნქტის  საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების  (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი  16/07/2014   სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.128.016156).

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს “ა.ა“ ქვეპუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა“) მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაწეული საქმიანობის შესახებ“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.

თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას);

თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – უხუცესი მოადგილე.

თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული  და საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მუშაობის კოორდინაციას საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული  სფეროების მიხედვით.

ასევე ასრულებენ, საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ დავალებებს.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 23 მუხლის მე-5  და მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც.

  საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს  საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.

საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს  28-ე  მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა“.

„7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა და მასში ცვლილებების შეტანა რეგულირდება  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლისა და 281 მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილი წესით“.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 26-ე  მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან; თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით“.

5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 27-ე  მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტი   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3.  კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

ბ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან“.

„4. კომისიის წევრმა  კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას; იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადებას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. ბიურო საკრებულოს კომისიიდან წევრის გასვლის შესახებ განცხადებას იღებს ცნობის სახით და აფორმებს ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარების მომენტიდან“.

6.დადგენილებით დამტკიცებული #1 დანართის 51-ე  მუხლის მე-4 პუნქტი   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

7. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 116-ე  მუხლი   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 116. კონტროლი მერიის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე

1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ შესაბამის სამსახურების საქმიანობას,პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად.

2. საკრებულოს ბიურო (საკრებულო) პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს თვითმმართველობის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს.

3. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

4. საკრებულოს ბიურო (საკრებულო)  ყოველწლიურად ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს მუნიიპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, აძლევს მათ შეფასებებს,  საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციებსა და   დავალებებს,  ხოლო სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე