აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს "საქართველოს რკინიგზისათვის" აქსპროპრიაციის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1901
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1910

2010 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს რკინიგზისათვის” ე ქსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

     „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, შპს „საქართველოს რკინიგზის” 10.11.10 წლის №1-7363 წერილის, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 16.11.10 წლის №3118 სასამსახურო ბარათის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მი ნ ისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 01.12.10 წლის სხდომის №1 ოქმისა და ამავე კომისიის 01.12.10 წლის დასკვნის საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
    1. შპს „საქართველოს რკინიგზას” მიენიჭოს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული, დანართი №1-ით განსაზღვრული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.
    2. შპს „საქართველოს რკინიგზამ” ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

    3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილე ბატონ                 დ. გიორგაძეს, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარეს ბატონ ა. ხოჯევანიშვილს.

ვ. ქობალია