საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№425
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 02/11/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №425

2001 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვის სფეროში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, აგრეთვე, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შემდგომში მათი შენარჩუნების მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის, სპეციალური წოდების სარგოები – დანართი №2-ის, ხოლო წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატები – დანართი №3-ის მიხედვით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება საგანგებო ლეგიონისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

დანართი №1

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

საგანგებო ლეგიონის უფროსი

140.00

საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილე

135.00

სამსახურის უფროსი და მა ს თან გათანაბრებული პირები*

130.000

სამსახურის უფროსის მოადგილე, აპარატის უფროსი, სამმართველოს უფროსი, განყოფილების** უფროსი, მთავარი ბუღალტერი, რაზმის უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები

125.00

აპარატის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსის მოადგილე, რაზმის უფროსის მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები

115.00

სამსახურში, აპარატში, სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსი, რეგიონალური და ქ.ფოთის განყოფილების უფროსი, სამდივნოს უფროსი, კანცელარიის უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები

95.00

სამსახურში, აპარატში, სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები

80.00

ჯგუფის უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები

70.00

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ოფიცერი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, თანაშემწე, ბუღალტერი, ექიმი და მათთან გათანაბრებული პირები

60.00

ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული მორიგე, ოფიცერი, ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი და მათთან გათანაბრებული პირები

55.00

უმცროსი ოფიცერი, სპეციალისტი, ფერშალი, მზარეული და მათთან გათანაბრებული პირები

45.00

დამლაგებელი

40.00

 

შენიშვნა:

* გათანაბრებული პირების ნუსხას ადგენს შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე თანამდებობის პირი;

** განყოფილება სულ ცოტა 6 საშტატო ერთეულით, თუ საშტატო ერთეულის რაოდენობა ნაკლებია 6-ზე, განყოფილების უფროსისა და მოადგილის თანამდებობრივი სარგოები გაუთანაბრდება შესაბამისად სამსახურში, აპარატში, სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსისა და მოადგილის თანამდებობრივ სარგოებს.

დანართი №2

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა სპეციალური წოდების სარგოები

სპეციალური წოდების დასახელება

(საგანგებო ლეგიონის)

სპეციალური წოდების სარგო (ლარი)

გენერალ-მაიორი

პოლკოვნიკი

ვიცე-პოლკოვნიკი

მაიორი

კაპიტანი

უფროსი ლეიტენანტი

ლეიტენანტი

უმცროსი ლეიტენანტი

ზემდეგი

უფროსი სერჟანტი

სერჟანტი

უმცროსი სერჟანტი

რიგითი

13.40

12.40

11.40

10.30

9.30

8.30

7.30

6.20

5.20

4.20

3.80

3.30

2.90

დანართი №3

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატები

1. საგანგებო ლეგიონის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს წელთა ნამსახურობისათვის ეძლევა დანამატი თანამდებობრივი და სპეციალური წოდების სარგოთა ჯამის შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;

თ) 30 წელზე მეტი – 45%.

2. საგანგებო ლეგიონის სპეციალური წოდების არმქონე თანამშრომელს წელთა ნამსახურობისათვის ეძლევა დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 5 წლამდე – 10%;

ბ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

გ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

დ) 15 წელზე მეტი – 30%.