ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2010 წლის 17 ივლისი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის №637 ბრძანებულების დანართი №4-ის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელებები დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 იანვრის №1 დადგენილება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
4. დაევალოს საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრუ-ლი წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
5. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
დანართი N1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და თანადებობათა დასახელება
|
თანამდებობათა დასახელება |
თანამდებობათა სარგოები (ლარებში) |
|
საკრებულოს თავმჯდომარე |
2360 |
|
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
1100 |
|
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
650 |
|
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
650 |
|
აპარატის უფროსი |
700 |
|
სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი |
|
|
განყოფილების უფროსი |
450 |
|
უმცროსი საჯარო თანამდებობა |
|
|
მთავარი სპეციალისტი |
420 |
|
წამყვანი სპეციალისტი |
380 |
|
უფროსი სპეციალისტი |
340 |
|
სპეციალისტი |
300 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.07.2010. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.105.000020.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.12.2018-დან.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“, №21, 17.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.000020 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1153464/