2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის საქართველოს ენერგოსისტემის მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №481
სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 27/11/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის საქართველოს ენერგოსისტემის მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:alsdkfa; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"alsdkfa","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"alsdkfa","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"alsdkfa","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 70.9pt 21.3pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №481
2001 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
2001 – 2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის საქართველოს ენერგოსისტემის მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის გაჯანსაღების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად 2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის კვლავ მძიმე პირობები შეიქმნა ქვეყნის, მათ შორის, თბილისის საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფის საქმეში, ხოლო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე შეფერხებები უარყოფით გავლენას ახდენს უცხოურ ინვესტიციებზე ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების სფეროებში. გასული სამი წლის ზამთრისაგან განსხვავებით, კომპანია „ეი-ი-ესი“ საქართველოში არსებული მისი შვილობილი საწარმოებისათვის ვეღარ უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსების მოზიდვას ელექტროენერგიისა და თბოელექტროსადგურებისათვის საჭირო ბუნებრივი აირის შესასყიდად. შესაბამისად, „ეი-ი-ეს თელასის“ მიერ თბილისის მომხმარებელთა ენერგომომარაგებით მომავალი უზრუნველყოფა დამოკიდებულია მხოლოდ მომხმარებელთათვის მიწოდებული ენერგიის საფასურის ამოღების დონეზე, რამაც წარმოშვა საჭიროება განხორციელდეს გადამჭრელი ღონისძიებები არსებული კრიზისის დასაძლევად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უსასყიდლო მიწოდება მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. ამ პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის მზადყოფნა დაადასტურეს კომპანიებმა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“, „სტატოილმა“ და ნორვეგიის მთავრობამ.
2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე თბილისის ელექტროენერგიით საიმედო მომარაგებისა და საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ადეკვატური რაოდენობის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით:
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ამ ბრძანებულების გამოცემის საფუძველია კორპორაცია „ეი-ი-ესის“ ვიცე-პრეზიდენტის 2001 წლის 12 ნოემბრის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომელიც ითვალისწინებს 2001-2002 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ბუნებრივი აირის შეძენისა და „ეი-ი-ეს მტკვარის“ მე-9 და მე-10 ენერგობლოკების სრული სიმძლავრით ამუშავების უზრუნველყოფას.
2. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას:
ა) ელექტროენერგიის მომჭირნეობით მოხმარების სტიმულირებისა და მცირეშემოსავლიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას შეღავათების გაწევის მიზნით სს „ეი-ი-ეს თელასთან“ ერთად, სს თელასის აქციათა 75 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად 2002 წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გადასინჯვისას შეიმუშაოს მოხმარებული ელექტროენერგიის მრავალსაფეხურიანი ტარიფი, ფიქსირებული სააბონენტო გადასახადის გათვალისწინებით;
ბ) განიხილოს 2003 წლის 1 აპრილამდე შემოდგომა-ზამთრის პერიოდებში „ეი-ი-ეს თელასის“ მიერ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ინდივიდუალური ტარიფის დადგენის საკითხი;
გ) დაადასტუროს სს „ეი-ი-ეს თელასის“ უფლება ენერგომომარაგების შეზღუდვა განახორციელოს ტექნიკური, უსაფრთხოების, აგრეთვე პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარებისა და სხვა მიზეზით სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილების თანახმად, ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტის შემთხვევაში – უფლება, ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პროპორციულად თბილისის მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც არ არის დამთავრებული გამრიცხველიანების პროცესი და ადგილი აქვს ელექტროენერგიის საფასურის მასიურ არგადახდებს;
დ) შესაძლებლად მოკლე ვადაში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საბიუჯეტო, კომერციულ და სააბონენტო სექტორში მოხმარებული აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა და სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის, მათ შორის, მოსახლეობისათვის, ვალის რესტრუქტურიზაციის გეგმის შესახებ.
3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით და კომპეტენციის ფარგლებში დაამტკიცოს დროებითი ღონისძიება, რომელიც ძალაშია ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ვადამდე და ითვალისწინებს:
ა) სს „ეი-ი-ეს თელასისათვის“ ნებართვის მიცემას, რომ მისმა მუშაკებმა გადამწყვეტი ხმის უფლებით დაუწესონ საოპერაციო კონტროლი თბილისის მკვებავ, „ელექტროგადაცემის“ საყრდენ ქვესადგურებს (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ ქსნის, ლისის, გარდაბნის, დიდი რუსთავის, ნავთლუღის, დიდუბისა და გლდანის), რათა სს „ეი-ი-ეს თელასის“ მიერ შესყიდული ელექტროენერგია სრულად და შეუფერხებლად მიეწოდოს დანიშნულების ადგილებს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში სს „ეი-ი-ეს თელასის“ ავტონომიურ რეჟიმში ფუნქციონირებას, რისთვისაც ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა სს „ელექტროგადაცემამ“ და შპს „ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000“-მა სს „ეი-ი-ეს თელასს“ აღმოუჩინონ დახმარება, რათა მან მაქსიმალურად და უპირატესად მიიღოს შპს „ეი-ი-ეს მტკვრის“, სს „ხრამჰესი I“-ის, სს „ხრამჰესი II“-ის (მუშაობის შემთხვევაში), „ჟინვალჰესის“ (ქ. თბილისის წყალმომარაგების უპირატესი რეჟიმის გათვალისწინებით) მიერ წარმოებული ელექტროენერგია. ამავე დროს შემუშავდეს ისეთი პირობები, როდესაც შესაძლებელი იქნება ჭარბი ელექტროენერგიის არსებობის ან იზოლირებული რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ენერგოსისტემასთან ბარტერული გაცვლა;
გ) ამ პუნქტში აღწერილი ღონისძიება ძალაში დარჩება მანამ, სანამ გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სექტორში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია („კონცესიონერი“) და „ეი-ი-ეს თელასი“ შეთანხმდებიან, რომ „კონცესიონერი“ რეალურად აკონტროლებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სამსახურების მუშაობას.
4. ვინაიდან სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კომპაქტურად დასახლების ადგილებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტობრივი საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს სულზე დაახლოებით 100 კვტ.სთ-ს თვეში, 2002 წლიდან მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების გაუმჯობესების მიზნით:
ა) კომპაქტურად დასახლების ადგილებში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის გაიზარდოს ელექტროენერგიის ანაზღაურების თანხა და დადგინდეს სულზე თვეში საშუალოდ თბილისში – 12,4 ლარი, ხოლო საქართვლოს სხვა რეგიონებში კი – 8,0 ლარი;
ბ) კომპაქტურად დასახლების ადგილებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება წლის განმავლობაში განხორციელდეს შემდეგი სახით:
– თბილისში, I და IV კვარტალში სულზე 14,8 ლარის, ხოლო II და III კვარტალში – 10 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
– საქართველოს დანარჩენ რეგიონებში, I და IV კვარტალში სულზე 10,0 ლარის, ხოლო II და III კვარტალში – 6,0 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, კომპაქტური დასახლების ადგილებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების გაზრდის შესაბამისად, განახორციელოს ამ ხარჯებში წინა პერიოდში წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის დაწყება მიმდინარე ხარჯების სრული დაფარვის გათვალისწინებით;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2 კვირაში წარმოადგინონ შეთანხმებული წინადადება ამ პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში დადგენილ ღონისძიებათა რეალიზაციის მიზნით „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ.
მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ლტოლვილთა შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები მიეკუთვნება ბიუჯეტის ხარჯების დაცულ მუხლებს;
ე) ლტოლვილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში ელექტროენერგიის ხარჯვის მდგომარეობის შესწავლისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებაში წარმოქმნილ დავალიანებათა სისწორის დადგენის მიზნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებსა და შესაბამის ენერგოკომპანიებთან ერთად განახორციელოს სისტემატური შემოწმებები;
ვ) „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 აგვისტოს N 391 ბრძანებულება;
ზ) მე-3 პუნქტი ძალაში შევა „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
5.
„ეი-ი-ეს თელასისათვის“ გამანაწილებელი ქსელის სამართავად საკმარისი თანხების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ განიხილონ წინადადება 2002 წლის დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო და თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების კვარტალური განწერისას თბილისში განლაგებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად გათვალისწინებული წლიური ასიგნებების 2002 წლის I და IV კვარტალში – 30-30 პროცენტის, ხოლო II და III კვარტალში 20-20 პროცენტის ოდენობით განწერის შესახებ.
6. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შპს
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს თბოელექტროსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ინდივიდუალური ტარიფი, როგორც დროებითი ღონისძიება.
7. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა, შპს
„ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000-მა“ (ბ. კოჟორიძე), სს
„ელექტროგადაცემამ“ (გ. ჯავახაძე) და ელექტროსადგურებმა მკაცრად დაიცვან ელექტროენერგიის სიმძლავრის დადგენილი ლიმიტები, გრაფიკები და რეჟიმები.
8. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. უფლისაშვილი), სემეკმა და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა დაინტერესებული გამანაწილებელი კომპანიების მონაწილეობით ათ დღეში შეიმუშაონ ელექტროენერგიის დადგენილი ლიმიტების, გრაფიკებისა და რეჟიმების დაცვისა და კონტროლის ქმედითი ღონისძიებების მექანიზმი.
9. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ
„ელექტროგადაცემასთან“,
„ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000“-თან და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ჩამოაყალიბოს ოპტიმალური საქსელო პრინციპები
„ეი-ი-ეს თელასის“ ელექტროქსელის ქვეყნის ენერგოსისტემასთან დასაკავშირებლად.
10. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარსა და ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს 2001 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ტარიფის 14 დღით დაგვიანებული გაზრდით გამოწვეული ზარალის (დადასტურების შემთხვევაში) დაფარვის მექანიზმი, რომლითაც სს
„ეი-ი-ეს თელასს“ ექვს თვეში მიეწოდება სს
„ეი-ი-ეს თელასისა“ და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ გაანგარიშებული რაოდენობის ელექტროენერგია. ამ პუნქტში მითითებულ უწყებებს გაანგარიშება წარედგინოთ ტარიფის ამოქმედებიდან ერთ თვეში.
11. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი) მოამზადოს კანონპროექტი ელექტროენერგიისა და გაზის დატაცებებთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემდგომი მოწესრიგების თაობაზე.
12. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ 2002 წლის 1 იანვრამდე მოამზადონ და წარმოადგინონ შეთანხმებული კანონპროექტები:
ა) ენერგოსექტორში არსებული დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;
ბ) ელსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დამატებითი ღირებულების გადასახადთან, აგრეთვე ბუნებრივი აირის იმპორტზე, მიწოდებასა და ტრანსპორტირებაზე დარიცხულ გადასახადებსა და მოსაკრებლებთან მიმართებით შეღავათიანი რეჟიმების გაგრძელების ან ახალი შეღავათიანი რეჟიმის შემოღების შესაძლებლობების შესახებ.
13. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და შპს
„ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000“-მა უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაციით ქვეყნის ენერგოსისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეთხოვოს სს
„ეი-ი-ეს თელასის“ ხელმძღვანელობას (ი. ირიბარენი) თბილისის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თაობაზე ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პრეზიდენტის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურს.
14. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა და რაიონის გამგებლებმა განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები სამხარეო გამანაწილებელი ენერგოკომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებისა და ელექტროენერგიის ხარჯვის დადგენილი ლიმიტების მკაცრად დაცვის უზრუნველსაყოფად.
15. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ (კ. გვენეტაძე) წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც კონტროლს გაუწევს ბრძანებულების პუნქტებით გათვალისწინებულ დავალიანებათა შესრულებას.
16. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ბრძანებულების შესაბამისი პუნქტების დაწესებულ ვადებში განხორციელება განაპირობებს '
„ეი-ი-ეს თელასის“ მიერ 48 საათის განმავლობაში ბუნებრივი აირის შემოტანას და შპს
„ეი-ი-ეს მტკვრის“ ენერგობლოკების მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებას.
ე. შევარდნაძე