ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 391
2000 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტით ლტოლვილთათვის განსაზღვრული ხარჯებიდან მოახდინოს ასიგნებათა გამოყოფა ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებუისათვის.
2. დადგინდეს, რომ 2000 წლის 1 აგვისტოდან 2001 წლის 1 იანვრამდე ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ერთ დევნილზე ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტი განისაზღვრება თვეში 50 კვტსთ ოდენობით, რომლის ფარგლებშიც 1 კვტ. სთ ელექტროენერგიის ღირებულებაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2000 წლის 1 მაისიდან 1 აგვისტომდე ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ერთ დევნილზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ანაზღაურდეს 1 მაისამდე არსებული წესით 1,8 ლარის ოდენობით.
3. ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ოდენობისა და ამ ბრძანებულებით დადგენილი ლიმიტის დაცვის კონტროლი დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან (დ. მირცხულავა) ერთად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისათვის „საქართველოს 2 001 წლის სახელმწიფო ბიუ ჯ ეტის შესახებ“კანონის პროექტში გაითვალისწინოს სათანადო საბიუჯეტო ასიგნებანი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტში.
ე. შევარდნაძე
ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 391
2000 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „
საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტით ლტოლვილთათვის განსაზღვრული ხარჯებიდან მოახდინოს ასიგნებათა გამოყოფა ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებუისათვის.
2. დადგინდეს, რომ 2000 წლის 1 აგვისტოდან 2001 წლის 1 იანვრამდე ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ერთ დევნილზე ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტი განისაზღვრება თვეში 50 კვტსთ ოდენობით, რომლის ფარგლებშიც 1 კვტ. სთ ელექტროენერგიის ღირებულებაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2000 წლის 1 მაისიდან 1 აგვისტომდე ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ერთ დევნილზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ანაზღაურდეს 1 მაისამდე არსებული წესით 1,8 ლარის ოდენობით.
3. ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ოდენობისა და ამ ბრძანებულებით დადგენილი ლიმიტის დაცვის კონტროლი დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან (დ. მირცხულავა) ერთად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისათვის „
საქართველოს 2
001 წლის სახელმწიფო ბიუჯ
ეტის შესახებ“
კანონის პროექტში გაითვალისწინოს სათანადო საბიუჯეტო ასიგნებანი ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს ბიუჯეტში.ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.11.2001.
- როდის იქნა მიღებული „ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“?
- „ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 30.08.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №391. სარეგისტრაციო კოდი — 300.280.000.05.002.001..
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.11.2001-დან.
- სად არის „ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ“, №391, 30.08.2000, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114136/